რატი იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება

,,იმ პირებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომელიც მას კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანება.

,,ცხადია, იმ პირებს და მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც ცხრა მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ საკუთარ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს, რაც გირგვლიანის საქმეზე ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ, ასეთ მასშტაბურ კრიმინალებს, რა თქმა უნდა, ამნისტიის არც ერთი პროექტი არასდროს უნდა შეეხოს.

ოპოზიციაში ჭარბობენ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები. ეს ადამიანები არაერთგზის არიან გასამართლებული სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ დაუსვა წერტილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოველგვარ სპეკულაციებს. დღეს რომ ამბობთ, რომ ოპოზიცია საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო და უკვე სხვა წყაროებს აღარ იშველიებთ, ეს აჩენს, როგორ დავიწროვდა სააკაშვილის იმ თაყვანისმცემელთა რიგი, რომელიც მას სწორედ ამ კრიმინალური საქმიანობის გამო დღესაც ეთაყვანება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები