,,კარგია რუსეთში ცხოვრება?! როგორ არიან მასონები?!” – მოქალაქეები წილოსანს და ლაშხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან შეხვედრიდან გამოსულ ,,ქართული ოცნების” ქალ დეპუტატებს პროტესტით დახვდნენ. ,,რუსი მონა”, ,,ბიძინას მონა”, ,,კარგია რუსეთში ცხოვრება?!” ,,როგორ არიან მასონები”?”, – ასე მიმართა ნათია ლეთოდიანმა ნინო წილოსანს, მაკა ბოჭორიშვილსა და მარიამ ლაშხს, როდესაც ისინი კომენტარებს აკეთებდნენ.

ეზრა ზეია ,,ოცნების” წარმომადგენლებს თბილისი მერიოტში შეხვდა. ამჟამად ამერიკელი მაღალჩინოსანი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს. იქამდე კი პირველი შეხვედრა აშშ-ის საელჩოში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შედგა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის მოინახულებს შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლსაც.

მსგავსი თემები