„ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით“- ელჩი

„ნიდერლანდელმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის დროს სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“-  ამის შესახებ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მელინე არაკელიანის განცხადებით, ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, მთავრობის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

“ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტს, [და] პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო ევროკავშირში გაწევრიანება გააჩერა”- წერს არაკელიანი.

მსგავსი თემები