ლაგოდეხში 12 წლის ბიჭს ეძებენ

ლაგოდეხში 12 წლის ბიჭს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბიჭი ველოსიპედით სასეირნოდ იყო წასული. მას მწვანე ფერის მაისური აცვია. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე:  598102820, 593169922

მეტი...

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. მანამდე ის ევროკავშირში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს. კალასმა, ესტონეთის პირველმა პრემიერმინისტრმა ქალმა, ოფიციალურად გადადგომის შესახებ პრეზიდენტ ალარ კარისს ორშაბათს აცნობა. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის დარჩება მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება. კალასის პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს. ახალ პრემიერად კლიმატის მინისტრი კრისტენ მიხალი განიხილება. რეფორმის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს მინისტრთა კაბინეტის კონფიგურაციის საკითხე მის კოალიციურ პარტნიორებთან ,,ლიბერალური ესტონეთი 200-სთან” და სოციალ-დემოკრატებთან.

მეტი...

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. დააკავეს. ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

,,ქალბატონ სალომეს 48 საათი აქვს, რომ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნაზე დადებითი პასუხი მივიღოთ” – პაპუაშვილი

,,ქალბატონ სალომეს 48 საათი აქვს, რომ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნაზე დადებითი პასუხი მივიღოთ, თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი ქალბატონმა სალომემ მუშაობაში, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ მე ჩავნიშნავ ამ სხდომას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „18-ში დაგვჭირდება ბიუროს სხდომა, სხვა მხრივ, როგორც მოგახსენეთ, მივმართავ ქალბატონ სალომეს იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია ჩაინიშნოს, 18 ივლისს 12:00 საათიდან. მას ამისთვის 48 საათი აქვს, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი ქალბატონმა სალომემ მუშაობაში, უკვე დღეიდან 48…

მეტი...

ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რჩება ,,ოცნების” გუნდში და მუშაობას თბილისში გააგრძელებს. ,,დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ…

მეტი...

„გთხოვთ, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს“ – გარდაცვლილი მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას ნათესავი მიმართვას ავრცელებს

ახალგაზრდა მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას უეცარ გარდაცვალებას მისი უამრავი მეგობარი, ახლობელი და კოლეგა სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსებით ეხმიანება. მომღერლის გარდაცვალების მიზეზზე წერს მისი ახლობელი მაცაცაო ხოჯავაც და სოციალური ქსელის მომხმარებლებს სთხოვს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. „ნაცნობებო, უცნობებო, ახლობლებო, მეგობრებო, სრულიად საქართველო! ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისთვის. მაპატიეთ, თუ პასუხი ვერ დაგიბრუნეთ და ფიზიკურად ვერც, არც წავიკითხე, ყველა თქვენი უამრავი მესიჯი და ზარებიც უპასუხოდ დავტოვე. სამწუხაროდ, ამის ძალა და ნერვი მე არ შემწევს… ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ ხვიჩაზე წარსულში და ჩვენთვის ურთულესი, ძნელბედობის ჟამს, დამატებით ამ თემაზე მიწევს…

მეტი...

თვითმხილველების თქმით, შენიშნეს, როგორ აცოცდა შეიარაღებული ადამიანი სახურავზე, რაზეც პოლიციელებსაც მიანიშნეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც თვითმხილველები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგს ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ შენიშნეს, როგორ აცოცდა თოფით შეიარაღებული ადამიანი ერთ-ერთ სახურავზე. მათი თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხალხი პოლიციელებს ანიშნებდა მისკენ, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში წერენ, რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან ამ ფაქტზე არ ყოფილა. „სიგიჟეა, როგორ დაუშვა საიდუმლო სამსახურმა, რომ ამ ადამიანს შეიძლება, ტრამპი მოეკლა“, – წერენ სოციალურ ქსელში. ამასთან, ბატლერის ოლქის შერიფი აცხადებს, რომ ადგილობრივმა პოლიციელმა ტრამპის მისამართით გასროლამდე შეიარაღებული მამაკაცი დაინახა, თუმცა მისი შეჩერება ვერ შეძლო.

მეტი...

,,ოჯახი პირველ ადგილზეა და სიყვარული აღემატება ყველაფერს” – მელანია ტრამპი ქმარზე თავდასხმას გამოეხმაურა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე თავდასხმას საჯარო წერილით გამოეხმაურა. „ახლა თქვენზე ვფიქრობ, ჩემო ამერიკელებო. ჩვენ ყოველთვის უნიკალური გაერთიანება ვიყავით. ამერიკა, ჩვენი ერის ქსოვილი დარღვეულია, მაგრამ ჩვენმა გამბედაობამ და საღმა აზრმა უნდა გაგვაერთიანოს. როდესაც ვუყურე ჩემს ქმარს, დონალდს როგორ მოხვდა ტყვია, მივხვდი, რომ ჩემი და ბარონის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო. მადლობელი ვარ იმ მამაცი საიდუმლო სამსახურის აგენტებისა და სამართალდამცველების, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდნენ ჩემი ქმრის დასაცავად. უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებიც ახლა იტანჯებიან ამ საზარელი აქტით, თავმდაბლად ვუცხადებ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას.…

მეტი...

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დღეიდან 4 აგვისტომდე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, 2024 წლის 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.

მეტი...

აუცილებლად ვიქნებით პროცესში ჩართული – ომბუდსმენი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი ორი სარჩელი უკვე მზადაა. პირველი სარჩელი დღეს პრეზიდენტის ავტორობით გაიგზავნება. სალომე ზურაბიშვილი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობად ითხოვს და 78-ე მუხლზე მიუთითებს. მეორე სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთა ომბუდსმენმა. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა ჯერ უცნობია რა ფორმით. ,,სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული, ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ…

მეტი...

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი მუცლის აორტის ანევრიზმა გახდა. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გარდაცვალების მიზეზი მუცლის აორტის ანევრიზმაა, გაუსკდა და 3 ლიტრი სისხლი მუცელში ჩაეღვარა… ამას ტკივილი არ აქვს, მიიძინა და აღესრულა… სხვა დეზინფორმაციებს ნუ ავრცელებთ“, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

,,როგორ შეიძლება იმ ადამიანზე კომენტარი გააკეთო, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით?” – კალაძე პრეზიდენტზე

„ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარი ქმედებებით რადიკალურ დაჯგუფებებს წარმოადგენს, რომლებიც ქვეყნის მტრები არიან. „როგორ შეიძლება იმ ადამიანზე კომენტარი გააკეთო, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა? ამას ამბობდა საკუთარ ქვეყანაზე. ის თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, უბრალოდ წარმოადგენს იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლებიც ქვეყნის მტრები და მოღალატეები არიან, უცხო ქვეყნისგან, სხვა ძალისგან იმართებიან. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ…

მეტი...

,,გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – „თვალთხარიას“ – რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი საზრუნავი, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება. ამის შესახებ მან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ლელო საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – „თვალთხარიას“. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა, აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ…

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. იერიში იყო ხარკოვზე; რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები. ოკუპანტებმა შეუტიეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა 2 სამოქალაქო პირი. იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინას აქვს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშის უფლება. თუმცა ნატო-ს გენმდივანი ეწინააღმდეგება პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ალიანსის პოზიცია, რომ ის ომში პირდაპირ არ ჩაერთვება.

მეტი...

გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა დრამატულ შეხვედრაში ინგლისი 2:1 დაამარცხა. „ფურია როხა“ ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა (1964, 2008, 2012, 2024), რაც ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგია. UEFA-ს გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ის ოქროს ბუცს თანაბარი გოლების რაოდენობის შემთხვევაში ყველა მოთამაშე მიიღებდა. ოქროს ბუცის მფლობელები შემდეგი მოთამაშეები გახდნენ: კოდი გაკპო, ჰარი კეინი, გიორგი მიქაუტაძე, ჯამალ მუსიალა, დანი ოლმო, ივან შრანცი. აქამდე ცნობილი იყო, რომ თანაბარი გოლების შემთხვევაში მნიშვნელობა საგოლე პასებს მიენიჭებოდა, თუმცა UEFA-ს ახალი წესის მიხედვით საგოლე გადაცემებს მნიშვნელობა აღარ აქვს. გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიტანა. მან თურქეთს, ჩეხეთსა…

მეტი...

„რამხელა ტკივილი განმიახლე, ხვიჩა… ჩემს ლაშუნიას შეუერთდი” – ლაშა წიქორაძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

13 ივლისს, ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ლაშა წიქორაძის დედა, გარდაცვლილი შვილის მეგობარს, მომღერალ ხვიჩა ხოჯავას ემშვიდობება. ,,ვაიმე ხვიჩუ სად წადი ბიჭო… ჩემ ლაშუნიას შეუერთდი, რამხელა ტკივილი განმიახლე ხვიჩაა. ხო გამიხეთქეთ ისედაც გახეთქილი გულიმაგისთვის დამათვალიერე ერთი კვირის წიინ? დედი ლაშუ მოვიდა ხვიჩა შენთანაა უკვე. მოგიყვება ახლა როგორ ვართ უშენოდ აქ, ცოცხალ მკვდარი, რომ დავდივართ დე.თქვენ მოგიკვდით მე”, – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა.

მეტი...

,,საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და თქვა, რომ საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს. ,,მინდა ამაღამ გესაუბროთ იმაზე, რომ საჭიროა ჩვენ პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, რომ როდესაც არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია, ჩვენ ამერიკელები ვართ. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა მან. მისი თქმით, თავდასხმა მოუწოდებს ამერიკელებს, გადადგან ნაბიჯი უკან, გაიგონ სად არიან, წავიდნენ წინ ამ ადგილიდან. მისივე განცხადებით, არ შეიძლება…

მეტი...

გაფრთხილება მოსახლეობას – თაღლითები გააქტიურდნენ

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ თაღლითებმა მოსახლეობის მოტყუების და თანხის გამოძალვის ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ყველასთან აგზავნიან ორი სახის სმს შეტყობინებებს, რომელიც საინტერესო შინაარსის მატარებელია. ერთ შემთხვევაში დასაქმებას გთავაზობენ საკმაოდ მაღალი ხელფასით, მეორე შემთხვევაში კი გატყობინებენ, რომ თქვენს სახელზე ამანათია მოსული და უნდა გახსნათ ბმული ამანათის მისაღებად. რა ხდება ბმულის გახსნის შემთხვევაში?  ხდება ის, რომ ერთი – თქვენს მობილურ ტელეფონში უშვებენ ვირუსს. მეორე –  ბმულის შევსების და გარკვეული მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, ანგარიში გინულდებათ და თანხას გპარავენ. ფოტოზე მოცემულია გამოგზავნილი სმს შეტყობინებების შინაარსი. ნომრებიც ქართულია.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმსა და ქობულეთში – არიან დაშავებულები

AJARATIMES.GE-ის ცნობით, ქობულეთში, გუშინ ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა სამი ადამიანი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. მეორე შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმშიც. ფარნავაზ მეფისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე. დაშავდა არასრულწლოვანი, რომელიც სხვადასხვა ტრამვით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში, დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი დიდება შენ გმირ სულს ძმაო”, – წერს ვანო ნადრიაძე.

მეტი...

,,უკრაინას აქვს უფლება მიიტანოს იერიში აგრესორის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე” – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეებისთვის. ,,ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას უეჭველად აქვს უფლება მიიტანოს იერიში აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე. ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით, ვინაიდან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმებს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია” , – აცხადებს სტოლტენბერგი. მისი თქმით, NATO-ს ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინისთვის გადაცემულ ზოგიერთ იარაღზე შეზღუდვები დააწესა, ხოლო ზოგი არ ადგენს ლიმიტებს და გარკვეული…

მეტი...

,,თავდამსხმელის მოტივზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, დონალდ ტრამპმა უკვე მიიღო უსაფრთხოების გაზრდილი დონე” – ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის მოტივზე ჯერ ინფორმაცია არ არსებობს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ვიცე- პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და გენ. პროკურორ მერიკ გარლანდთან ერთად გამართა. ბაიდენმა ხალხს, მოუწოდა, რომ მომხდართან დაკავშირებით, არ გამოთქვან ვარაუდები და დაელოდონ FBI-ის გამოძიებას. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების გაზრდილი დონე უკვე მიიღო. „ჩვენ ვიცით, ვინ არის თავდამსხმელი. მე მოვუწოდებ ყველას, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ რაიმე ვარაუდებს მის მოტივებსა და პოლიტიკურ შეხედულებებზე. ნება მიეცით გამოძიების ფედერალურ ბიუროს, გააკეთოს თავისი საქმე. მე მივეცი მითითება, რომ ეს გამოძიება იყოს საფუძვლიანი და…

მეტი...

ბავარიაში სამართალდამცავებმა 24 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ბავარიის რეგიონში, სამართალდამცავებმა 24 წლის ქართველი კაცი დააკავეს. დაკავებულს გერმანიაში თურქეთის მოქალაქეები არალეგალურად გადაჰყავდა. დაკავებას წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა, რა დროსაც 6 ადამიანი დაშავდა. ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა და ტერიტორია გადაჭარბებული სიჩქარით დატოვა. თუმცა, თითქმის 20 კილომეტრის დევნის შემდეგ, პოლიციამ ის მაინც დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის ქართველი ბრალდებულია გერმანიაში თურქეთის რვა მოქალაქის არალეგალურად ჩაყვანაში, სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში. ასევე მოძრაობის წესების დარღვევაში.

მეტი...

ქუვეითში ნავთობის ახალი, ,,გიგანტური” საბადო აღმოაჩინეს

ქუვეითში ნავთობის ახალი, ,,გიგანტური” საბადო აღმოაჩინეს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, შეიხ ნავაფ საუდ ნასირ ალ-საბაჰი X-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, აღმოჩენილი ნავთობი დაახლოებით, 3,2 მილიარდი ბარელი ოდენობის არის, რაც 3 წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიან წარმოებას უდრის.

მეტი...

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი

ფოთში, აკაკის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა შუქნიშანზე მეორე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მოცურების შედეგად გაჩერებულ ავტობუსს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მეტი...

ევრო 2024-ის გამარჯვებული დღეს გახდება ცნობილი-მატჩამდე ერთი საათი დარჩა

დღეს, 14 ივლისს ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. დიდ ტურნირებზე ესპანეთმა ინგლისს მხოლოდ ერთხელ,  1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო – 1:0. აღსანიშნავია, რომ ესპანელებს ინგლისელები ევროპის ჩემპიონატებზე (4 მატჩი ჩაატარეს) არასდროს დაუმარცხებიათ.  

მეტი...

“ამერიკელები ვართ და ერთმანეთს ღირსეულად უნდა მოვექცეთ”- მაიკ ჯონსონი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ამერიკელებს მოუწოდებს, პოლიტიკურად დაძაბული გარემოს მიუხედავად, ღირსეულად და პატივისცემით მოექცნენ ერთმანეთს. „ჩვენ, ყველანი ამერიკელები ვართ და ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოვექცეთ. ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს მწვავე პოლიტიკური დისკურსი და დებატები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პერსონალური და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ხალხის სამიზნე“- განაცხადა ჯონსონმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შეტყობინება გაუგზავნა.    

მეტი...

ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

Wall Street Journal ინფორმაციით, ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მანქანას, რომელსაც თავდამსხმელი მართავდა, პენსილვანიის შტატში,  იმ ადგილის მახლობლად იყო გაჩერებული, სადაც ტრამპი თავის მხარდამჭერებს შეხვდა. ამერიკული მედიის ცნობით, იარაღი რომელიც თომას მეთიუ კრუკსმა გამოიყენა, მამამისის ნაყიდია.

მეტი...

“ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს“- მედია

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.  მედიის ინფორმაციით, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა. „უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“ – წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” მომავალი კაპიტანი და მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდება?!

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს. მისი თქმით, “კვარას” საქმე სრულიად განსხვავებულია. „მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე.  იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავზებული რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან…

მეტი...

პატრიარქის ნათლული კიდევ 1200-მდე ბავშვი გახდება

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. პატრიარქის ნათლული კიდევ 1200-მდე ბავშვი გახდება. ნათლობის დასრულების შემდეგ, ილია მეორე ნათლულებს დალოცავს. პატრიარქის ინიციატივით საყოველთაო ნათლობა 2008 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის, ილია მეორეს 47 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

მეტი...

სროლა ღამის კლუბში – დაღუპულია ოთხი ადამიანი

ალაბამას ღამის კლუბში, სროლა იყო. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბირმინგემის პოლიცია ავრცელებს. ბირმინგემის ოფიცრის, ტრუმენ ფიცჯერალდის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. გამომძიებლები თვლიან, რომ დაჭრილებს, სულ მცირე ერთმა ადამიანმა ქუჩიდან ესროლა. მათივე თქმით, ღამის კლუბში მყოფი 2 ქალი და კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი კაცი კი საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.  

მეტი...

ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

„ბიბისის“ ინფორმაციით, როგორც მედია წერს, დაშავებულების ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება. ისინი, საავადმყოფოში იმყოფებიან.დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლისას დაშავებული ორი პირის მდგომარეობა კრიტიკულია ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მომხდარის შედეგად ის დაიჭრა, ხოლო მიტინგის ერთი მონაწილე დაიღუპა.

მეტი...

“წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან”- ერდოღანი ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება

“კატეგორიულად ვგმობ მკვლელობის მცდელობას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ბატონ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. გულწრფელად ვუგზავნი საუკეთესო სურვილებს ბატონ ტრამპს, მის ოჯახსა და ახლობლებს” – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ  მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს გვერდით არიან. „მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა ჩრდილი არ მიიყენონ აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას. როგორც თურქეთი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს“- წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მეტი...

“დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე”- ტრამპი თავდასხმის შემდეგ

“მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან”– ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპი ამბობს, ბოროტებას არ მისცემენ გამარჯვების უფლებას. „ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ ვიყოთ გაერთიანებული და ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ხასიათი, როგორც ამერიკელების, დავრჩეთ ძლიერები და მტკიცეები და არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების უფლება. ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი. მოუთმენლად ველოდები ამ კვირაში ვისკონსინიდან საუბარს ჩვენს დიდ…

მეტი...