“ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს“- მედია

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.  მედიის ინფორმაციით, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა.

„უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“ – წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები