“წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან”- ერდოღანი ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება

“კატეგორიულად ვგმობ მკვლელობის მცდელობას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ბატონ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. გულწრფელად ვუგზავნი საუკეთესო სურვილებს ბატონ ტრამპს, მის ოჯახსა და ახლობლებს” – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ  მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს გვერდით არიან.

„მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა ჩრდილი არ მიიყენონ აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას. როგორც თურქეთი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს“- წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მსგავსი თემები