გაფრთხილება მოსახლეობას – თაღლითები გააქტიურდნენ

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ თაღლითებმა მოსახლეობის მოტყუების და თანხის გამოძალვის ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ყველასთან აგზავნიან ორი სახის სმს შეტყობინებებს, რომელიც საინტერესო შინაარსის მატარებელია.

ერთ შემთხვევაში დასაქმებას გთავაზობენ საკმაოდ მაღალი ხელფასით, მეორე შემთხვევაში კი გატყობინებენ, რომ თქვენს სახელზე ამანათია მოსული და უნდა გახსნათ ბმული ამანათის მისაღებად.

რა ხდება ბმულის გახსნის შემთხვევაში?  ხდება ის, რომ ერთი – თქვენს მობილურ ტელეფონში უშვებენ ვირუსს. მეორე –  ბმულის შევსების და გარკვეული მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, ანგარიში გინულდებათ და თანხას გპარავენ.

ფოტოზე მოცემულია გამოგზავნილი სმს შეტყობინებების შინაარსი. ნომრებიც ქართულია.

 

მსგავსი თემები