,,საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და თქვა, რომ საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს.

,,მინდა ამაღამ გესაუბროთ იმაზე, რომ საჭიროა ჩვენ პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, რომ როდესაც არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია, ჩვენ ამერიკელები ვართ. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თავდასხმა მოუწოდებს ამერიკელებს, გადადგან ნაბიჯი უკან, გაიგონ სად არიან, წავიდნენ წინ ამ ადგილიდან. მისივე განცხადებით, არ შეიძლება ამერიკამ პოლიტიკური ძალადობის ნორმალიზება დაუშვას.

მსგავსი თემები