,,თავდამსხმელის მოტივზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, დონალდ ტრამპმა უკვე მიიღო უსაფრთხოების გაზრდილი დონე” – ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის მოტივზე ჯერ ინფორმაცია არ არსებობს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ვიცე- პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და გენ. პროკურორ მერიკ გარლანდთან ერთად გამართა.

ბაიდენმა ხალხს, მოუწოდა, რომ მომხდართან დაკავშირებით, არ გამოთქვან ვარაუდები და დაელოდონ FBI-ის გამოძიებას. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების გაზრდილი დონე უკვე მიიღო.

„ჩვენ ვიცით, ვინ არის თავდამსხმელი. მე მოვუწოდებ ყველას, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ რაიმე ვარაუდებს მის მოტივებსა და პოლიტიკურ შეხედულებებზე. ნება მიეცით გამოძიების ფედერალურ ბიუროს, გააკეთოს თავისი საქმე. მე მივეცი მითითება, რომ ეს გამოძიება იყოს საფუძვლიანი და სწრაფი. გამომძიებლებს ექნებათ ყველანაირი რესურსი, რაც მათ სჭირდებათ ამის შესასრულებლად“, – აღნიშნა ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები