“ამერიკელები ვართ და ერთმანეთს ღირსეულად უნდა მოვექცეთ”- მაიკ ჯონსონი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ამერიკელებს მოუწოდებს, პოლიტიკურად დაძაბული გარემოს მიუხედავად, ღირსეულად და პატივისცემით მოექცნენ ერთმანეთს.

„ჩვენ, ყველანი ამერიკელები ვართ და ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოვექცეთ. ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს მწვავე პოლიტიკური დისკურსი და დებატები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პერსონალური და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ხალხის სამიზნე“- განაცხადა ჯონსონმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შეტყობინება გაუგზავნა.

 

 

მსგავსი თემები