აუცილებლად ვიქნებით პროცესში ჩართული – ომბუდსმენი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი ორი სარჩელი უკვე მზადაა. პირველი სარჩელი დღეს პრეზიდენტის ავტორობით გაიგზავნება. სალომე ზურაბიშვილი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობად ითხოვს და 78-ე მუხლზე მიუთითებს. მეორე სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთა ომბუდსმენმა. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა ჯერ უცნობია რა ფორმით.

,,სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული, ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია, ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა”, – თქვა იოსელინმა.

მსგავსი თემები