სროლა ღამის კლუბში – დაღუპულია ოთხი ადამიანი

ალაბამას ღამის კლუბში, სროლა იყო. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბირმინგემის პოლიცია ავრცელებს.

ბირმინგემის ოფიცრის, ტრუმენ ფიცჯერალდის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. გამომძიებლები თვლიან, რომ დაჭრილებს, სულ მცირე ერთმა ადამიანმა ქუჩიდან ესროლა. მათივე თქმით, ღამის კლუბში მყოფი 2 ქალი და კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი კაცი კი საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.

 

მსგავსი თემები