,,უკრაინას აქვს უფლება მიიტანოს იერიში აგრესორის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე” – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეებისთვის.

,,ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას უეჭველად აქვს უფლება მიიტანოს იერიში აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე. ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით, ვინაიდან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმებს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია” , – აცხადებს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, NATO-ს ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინისთვის გადაცემულ ზოგიერთ იარაღზე შეზღუდვები დააწესა, ხოლო ზოგი არ ადგენს ლიმიტებს და გარკვეული შეზღუდვებით შემოიფარგლება.

მსგავსი თემები