თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს ხმაური იყო

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ აუდიტორიაში ლექციას ატარებს, ხმაური იყო. სიტყვიერი შელაპარაკება იყო აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და უცნობ ახალგაზრდებს შორის. ისინი ამბობდნენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ არის რუსული, რასაც კამთი და ურთიერთ შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძესთან აქვთ კითხვები, თუ რატომ ხდება ძალადობა შუა ქალაქში. მათივე ინფორმაციით, პრემიერი ლექციის ჩასატარებლად აუდიტორიაში ისე შეიპარა, რომ მასთან გასაუბრება ვერ შეძლეს. „კობახიძემ უნივერსიტეტში შესასვლელად კრეატიული გზა იპოვა, მისი კუთვნილი მანქანა ვიღაცეებს ათხოვა და ასე შეიპარა. ეს…

მეტი...

უნიკალური სოფელი ჩინეთ-ვიეტნამის საზღვართან (vodeo)

პიაოშუეიიენი –  ეს არის ტურისტებით დატვირთული სოფელი სამხეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.  სოფელში 73 კომლისგან შედგება, რომელიც  307 ადამიანს მოიცავს  ჰანისა იის ხალხისა. სწორედ ამ სოფელში მდებარეობს  პიაოშუეიიენის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 262 მეტრია. ეკა გულუა იუნანიდან

მეტი...

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიასა და კატარს ესტუმრება და ოფიციალურ პირებთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას განიხილავს. „მდივანი განიხილავს, თუ რა სარგებელს მოუტანს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ისრაელელებსა და პალესტინელებს. ის ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს ღაზაში ტანჯვას შეამსუბუქებს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაზრდის და პალესტინელებს საკუთარ რაიონებში დაბრუნების საშუალებას მისცემს“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის მერვე ვიზიტი იქნება.  

მეტი...

ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილს  თინა ბოკუჩავა შეცვლის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. რაც შეეხება ბოკუჩავას, ის ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი პასუხისმგებლობაა. „მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა“ – ასე მიმართა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.   ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

მეტი...

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებენ

2024 წლის აპრილსა და მაისში,  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა საჩივრების საფუძველზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით ჯამში 138 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას ეხებოდა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას“- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

მეტი...

„მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ“- ზურაბიშვილი დანიის პრემიერის ცემაზე

საქართველოს პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყოველგვარ ძალადობას წინ უნდა აღვუდგეთ. „მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე. შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ.  

მეტი...

“მხდალი აგრესიის აქტი”- დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა დაგმეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას გმობს. მან ფრედერიქსენზე ძალადობას საზიზღარი აქტი უწოდა. „ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მეცოლა ამბობს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არა აქვს. „დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შემზარავია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. იყავი მტკიცედ, მეტე!”- წერს რობერტა მეცოლა.…

მეტი...

დანიის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ და სცემეს

დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს, კოპენჰაგენში თავს დაესხნენ და სცემეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრზე, მაგნუს ჰეინიკეზე დაყრდნობით ავრცელებს. „დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე კაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე თავდასხმით შოკირებულია. ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია”- წერს მაგნუს ჰეინიკე X-ზე.  

მეტი...

„ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას“- პაპუაშვილი

„ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები“- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  სოციალურ ქსელ X-ზე. პაპუაშვილის განცხადებით, თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას. “2024 წლის თავისუფლების ინდექსი კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს მრავალი მიმართულებით. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას და ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანას. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი აფასებს 164 ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორებიცაა, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე…

მეტი...

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერს ელოდებიან სტუდენტები აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, სტუდენტები აქციას მართავენ. ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. მათ მხარდასაჭერად ადგილზე, პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო. „ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება. ამაღელვებელია, სიმბოლურად მოვედი დღეს აქ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს. გუშინ, სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.  

მეტი...

მაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაკრონმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პარიზში განაცხადა. „გაფორმდა ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდზე, რომელიც განკუთვნილია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამ ფონდიდან 60 მილიონი ევრო დაეთმობა ენერგეტიკულ სექტორს და მის პრიორიტეტებს“, – განაცხადა მაკრონმა. გარდა ამისა, მაკრონის თქმით, პარიზი აფართოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მანდატს უკრაინაში პროექტების მხარდასაჭერად ადგილობრივ დონეზე და აგზავნის 20 ტექნიკურ ექსპერტს უკრაინის სხვადასხვა საკვანძო სამინისტროებში ტექნიკური დახმარების გაწევისთვის.

მეტი...

„ვერ შეგვაშინებთ“- სტუდენტები მიმართვას ავრცელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნიკო მანაგაძის ცემასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ მანაგაძეზე თავდასხმა, სხვა სტუდენტების დაშინებას ემსახურება. ახალგაზრდები მოუწოდებენ ლექტორებს,  დადგნენ მათ გვერდით. „კობახიძის ზონდერებმა ამ გზით სცადეს ნიკო მანაგაძის დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია – ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტი მოვალთ ხვალ. მივმართავთ ლექტორებს, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილის 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოგიწოდებთ ყველას, დადექით ჩვენ გვერდით.…

მეტი...

ბაიდენმა ზელენსკის დახმარების პაკეტის დაგვიანებისთვის ბოდიში მოუხადა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას ბოდიში მოუხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის. „ბოდიშს ვიხდი იმ კვირის გამო, როცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვექმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკრაინის დახმარების ახალი, 225 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი დააანონსა. „თქვენ არ დანებებულხართ და აგრძელებთ ბრძოლას გზით, რომელიც გასაოცარია. არ ვაპირებთ თქვენს მიტოვებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

საია სტუდენტის ცემის ფაქტს ეხმაურება

“მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს: ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, სწორი კვალიფიკაციითა და მიმდინარე ეფექტიანი გამოძიებით დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები”-  ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტის, ნიკო მანაგაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თითქმის ყოველდღიურობად იქცა აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება. „მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრ ნიკო მანაგაძეს, რომელმაც 8 ივნისს ირაკლი კობახიძის  ლექციის პარალელურად დაანონსა საპროტესტო აქცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფურად დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა…

მეტი...

„მსოფლიოში სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო“-პუტინი

„ქვეყნები რომლებიც გლობალური განვითარების ლიდერებად გამოდიოდნენ, ცდილობენ ჰეგემონიის როლის შენარჩუნებას“, -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა სამი ძირითადი მიზეზი ჩამოთვალა, რისთვისაც ეს ბრძოლა მიმდინარეობს. „ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედოთ პროცესს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში დინამიურად ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, სამი საკვანძო მიმართულებით: სახელმწიფოებრივი, ღირებულებით-კულტურული და ეკონომიკური. ამავე დროს ქვეყნები, რომლებიც ცოტა ხნის წინ, გლობალური განვითარების ლიდერებად გამოდიოდნენ, ყველა ძალღონით, სიმართლით თუ სიცრუით ცდილობენ, შეინარჩუნონ ჰეგემონიის როლი“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

„ოპოზიციას მიზანი ერთი აქვს, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არამედ სხვა გარე ქვეყნებისთვის“-პაპუაშვილი

„ოპოზიციაში ხედავენ, რომ ქართველი ხალხისგან მათ, უკვე 12 წელია, აქვთ მყარი უარი, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას უნდა, ხელისუფლება მოიპოვოს სხვისთვის და არა ქართველი ხალხისთვის. „ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამას აკეთებენ სახელით და გვარით ქართველი ადამიანები, რომელთაც იმის გამო, რომ სხვისი დავალებით ძალაუფლება აიღონ ხელში, რათა შემდეგ სხვისი დავალებები შეასრულონ ამ ქვეყანაში, შეუძლიათ, ქვეყანა გაწირონ არეულობისკენ. სინამდვილეში, მიზანი ერთი აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არც თავისთვის უნდათ ეს ხელისუფლება. მათ უნდათ, ხელისუფლება მოიპოვონ…

მეტი...

„უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა“- ევროკომისია

“წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს” – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა. პიზონერო ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია. „გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“ – აღნიშნა ანა პიზონერომ. მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების პირობებს წარმოადგენდა ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირებისთვის ქონების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.

მეტი...

“26 ოქტომბერს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს მოღალატე ოპოზიციას“- პაპუაშვილი

„26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის „წარბის აწევაზეც“  კი ყველაფერს შეცვლიან. „რაც შეეხება ოპოზიციას, ეს კი ნამდვილად საინტერესოა მთლიან პროცესში. აქ ყველაზე მეტად საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი…

მეტი...

„სავიზო შეზღუდვებზე მუქარა და განცხადებები არასერიოზული იყო“-პაპუაშვილი

„საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მეგობრობის პასუხად არასერიოზული განცხადებების მიღება სამწუხაროა. ,,არასერიოზულია და მე ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ მიდგომებს ვხედავ. ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეზრუნა, გამოესწორებინა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ვხედავთ არასერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი…

მეტი...

„წააქციეს და 3-4 წუთის მანძილზე ურტყამდნენ“- თსუ-ს ლექტორი სტუდენტის ცემაზე

„ფაქტი არის ის, რომ შუა ვაკეში, ჭავჭავაძეზე ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თან ჩუმად, უკან მიპარვით“- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა მაგდა მემანიშვილმა, სტუდენტის ნიკო მანაგაძის ცემასთან დაკავშირებით. როგორც ლექტორი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, ახალგაზრდას თავს 3-4 ადამიანი მოულოდნელად დაესხა. „ფაქტი არის ის, რომ შუა ვაკეში, ჭავჭავაძეზე ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თან ჩუმად, უკან მიპარვით, თვითმხილველები ასახელებენ 3-4 ადამიანს, რომლებიც იყვნენ შავებში ჩაცმულები, კეპებში, ამ ბიჭს რომელიც იდგა, რომელიც იდგა შუქნიშანთან და ელოდებოდა გადასვლას, ზურგიდან დაესხნენ თავს. თვითმხილველებმა მომიყვნენ, რომ დააგდეს, მოულოდნელი იყო ეს თავდასხმა დაზარებულისთვის, წააქციეს და 3-4 წუთის მანძილზე ურტყამდნენ, კეფაში განსაკუთრებითო,…

მეტი...

„უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს“-სტოლტენბერგი

„უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე. „ეს ომი რუსეთმა დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, ხოცვას და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ამასთან გაერო-ს წესდებაში ჩაწერილია, რომ თუ თავს დაგესხნენ, უფლება გაქვს, თავი დაიცვა. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს,…

მეტი...

სტუდენტური მოძრაობის ლიდერს თავს დაესხნენ

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნერგაძეს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თავად ნიკო მანაგაძემ აღნიშნა, მას თავის არეში გამიზნულად ურტყამდნენ. „ლექციიდან გამოვდიოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს, როცა ავტობუსის გაჩერებისკენ მოვდიოდი, უკნიდან ჩარტყმა ვიგრძენი. არც დამინახავს, რომ შევბრუნდი, ბუნებრივია, მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა, ის ჩანთაც ავიღე და ისე ვცდილობდი თავდაცვას. ამის შემდეგ მეორე, მესამე, კიდევ რამდენიმე პირი მოვიდა, ალყაში ვიყავი, არც მახსოვს რამდენი იყვნენ. სახეზეც არ მახსოვს ეს ხალხი,…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

უკრაინის პრეზიდენტმა კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუკი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბრძოლის ველზე ამჟამად არსებული ხაზების აღიარებით მოხდება, ეს მხოლოდ პაუზა იქნება, ვიდრე რუსეთი ახალ ომს დაიწყებს.

მეტი...

ბაიდენმა ზელენსკის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა და ახალი დახმარება დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის, სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ბაიდენმა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს ისაუბრა. ,,ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან გაგვიჭირდა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უნდა დაგვედო, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვექმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით,” – განაცხადა ბაიდენმა. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების ახალი 225 მილიონიანი პაკეტის შესახებ განაცხადა – “მას შემდეგ, დღევანდელი დღის ჩათვლით, მე გამოვაცხადე მნიშვნელოვანი დაფინანსების ექვსი პაკეტი – დღეს მე ასევე ხელს ვაწერ დამატებით პაკეტს 225 მილიონი აშშ დოლარის…

მეტი...

ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარცხენეთა და ,,მწვანეთა” კოალიცია ლიდერობს

ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარცხენეთა და ,,მწვანეთა” კოალიცია ლიდერობს. მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე ,,თავისუფლების პარტია” გავიდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის ევროპარლამენტში ვილდერსის პარტიას შვიდი დეპუტატი ეყოლება, ხოლო მემარცხენეთა და „მწვანეთა“ კოალიციას – რვა. ულტრამემარჯვენეებისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან „თავისუფლების პარტიას“ წინა მოწვევის პარლამენტში არცერთი მანდატი არ ჰქონდა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის შეყვანა მხოლოდ „ბრექსიტის“ შემდეგ შეძლო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მემარცხენე პარტიებმა 2019 წლის შედეგებთან შედარებით ერთით ნაკლები საპარლამენტო მანდატი მიიღეს, თუმცა ქვეყანაში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჯერ კიდევ აქვთ. ნიდერლანდებში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები 9 ივნისს, ღამით, მას შემდეგ…

მეტი...

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს „ბოროტი ძალები“ აკონტროლებენ

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მოქმედ ლიდერს, ჯო ბაიდენს „ბოროტი ძალები“ აკონტროლებენ. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. „ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვებრძვით ძალიან ბოროტ ძალებს და ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ბაიდენს. ეს სრული სიმართლეა. შესაძლოა, მათ ნამდვილად სჯერათ საკუთარი ავადმყოფური იდეოლოგიის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

,,ჩვენი კოლეგები სანქციებისთვის არ გვემეტებიან, მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის” – იაგო ხვიჩია

,,გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან სანქციებისთვის, მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს გამოეხმაურა. „ჩვენ სანქციებს ვუყურებთ ისე, რომ გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან ამისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის. ზოგადად, სწორ გზაზე შემობრუნება არასდროს არის გვიანი. უბრალოდ, მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც შარში გაეხვიენ და ოჯახის წევრებსაც შარში ხვევენ. მოლოდინით შევყურებ შემოდგომას და არჩევნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების შემდეგ ამ ვითარებას ჩვენ გამოვასწორებთ და რაღაცნაირად მოვუბოდიშებთ, რომ ასეთი უხერხულობა დაგვემართა…

მეტი...

,,შეუძლია პუტინს მოიგოს ეს ბრძოლა?! არა, იმიტომ, რომ წაგების უფლება არ გვაქვს” – ზელენსკი

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნულ ასამბლეას სიტყვით მიმართა. ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს გავლენის მოხდენას მსოფლიოზე, მათ შორის შანტაჟით, რათა სამყაროს ეშინოდეს მას სრულად დაუპირისპირდეს. მისი თქმით, უკრაინაში ომს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის, როგორც გასული თაობების ბრძოლებს. ,,შეუძლია პუტინს მოიგოს ეს ბრძოლა? არა, იმიტომ, რომ წაგების უფლება არ გვაქვს. შეიძლება თუ არა ამ ომის ახლანდელ საზღვრებში დასრულება? არა, რადგან ბოროტების საზღვრები არ არსებობს – არც 80 წლის წინ არსებობდა და არც ახლა. და თუ ვინმე შეეცდება დროებითი ხაზების დახატვას, ეს მხოლოდ პაუზას მოგცემთ ახალ ომამდე. ახლაც…

მეტი...

ბაიდენი თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის დაპატიმრების შემთხვევაში, შეწყალებას გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, დაპატიმრების შემთხვევაში, თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალებას გამორიცხავს. „ენბისი ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა ჰანტერ ბაიდენის შეწყალებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა „დიახ“. მან ასევე, „დიახ“ უპასუხა კითხვას – დაეთანხმა თუ არა სასამართლოს მიერ მისი შვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. ცნობისთვის, ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, იარაღის შეძენისას შესავსებად სავალდებულო ანკეტაში ცრუ ინფორმაცია დააფიქსირა და დაწერა, რომ წამალდამოკიდებული არ არის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰანთერ ბაიდენს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და იარაღის შეძენისას ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

მეტი...

,,ეს დასაწყისია! ამის იქით, კიდევ იქნება სხვა ქმედებებიც” – პაატა მანჯგალაძე სანქციებზე

შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისში აფასებენ. პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ეს არ არის ერთადერთი ქმედება და მოსალოდნელია სხვა ქმედებებიც. ,,ეს არის დასაწყისი, ეს არ არის ერთადერთი ქმედება. ამის იქით, კიდევ იქნება სხვა ქმედებებიც. ნეგატიური ასახვა ექნება ამას ჩვენს მოქალაქეებზე, რადგან სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ხალხს,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე. განცხადება საკითხთან დაკავშირებით გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,რეფორმების ჯგუფი” წევრმა, თეონა აქუბარდიამ. ,,სანქციების მეშვეობით, იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიული და ევროპული კურსის სადარაჯოზე და…

მეტი...

საია საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ თუ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან რეგისტრირებულნი არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე აღმოაჩენს, რომ საკონსულო აღრიცხვა შეუჩერდა ან გაუუქმდა და იმყოფება საზღვარგარეთ, ოფიციალური მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოს საქართველოს წარმომადგენლობას ან გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია. საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა აუცილებელობას არ წარმოადგენს არჩევნებში ხმის მისაცემად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე – https://www.geoconsul.gov.ge/ka. ,,თუ თქვენ საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტომატურ რეჟიმში…

მეტი...

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდა, რის შემდეგაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 1 384 000 ლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავლებით ბრალდებულებმა დაახლოებით…

მეტი...

„არავის დაშავება არ მინდოდა” – რას ამბობს 2 ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული

ვარკეთილში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებულმა, იური კალანდარიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას „არავის დაშავება არ უნდოდა”. მისი თქმით, ბაჩო ბაშარული და ნიკა არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, რის გამოც საფრთხე შეექმნა მას და მის ცოლ-შვილს და სურდა ისინი იარაღით შეეშინებინა. „ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომდევდნენ, მირტყამდნენ. ავიღე ჩემი იარაღი, ამით მაინც შევაშინებ მეთქი, როგორც კი ამოვიღე, მაშინვე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის. მაგ დროს მერე უკვე გავისროლე “, – განაცხადა იური კალანდარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა. შინაგან…

მეტი...

უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა, ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ტრენერებმა – თორნიკე აფრიაშვილმა და ირაკლი გორდულაძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს განახლებადი ენერგიების, კლიმატის ცვლილებებისა…

მეტი...