საია საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ თუ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან რეგისტრირებულნი არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე აღმოაჩენს, რომ საკონსულო აღრიცხვა შეუჩერდა ან გაუუქმდა და იმყოფება საზღვარგარეთ, ოფიციალური მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოს საქართველოს წარმომადგენლობას ან გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია.

საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა აუცილებელობას არ წარმოადგენს არჩევნებში ხმის მისაცემად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე – https://www.geoconsul.gov.ge/ka.

,,თუ თქვენ საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტომატურ რეჟიმში შეგიჩერდებათ საკონსულო აღრიცხვა. საკონსულო აღრიცხვის შეჩერება გაუქმდება, როდესაც დატოვებთ საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო მიმოსვლისთვის დადგენილი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, შემოსვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.

თუ საზღვარგარეთ ყოფნის ბოლო 10 წლის განმავლობაში, მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით არ მიგიმართავთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისათვის, თქვენ მოიხსნებით საკონსულო აღრიცხვიდან.

იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩენთ რომ საკონსულო აღრიცხვა შეგიჩერდათ ან გაგიუქმდათ და იმყოფებით საზღვარგარეთ ოფიციალური მიზეზის დასადგენად მიმართეთ თქვენს ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს წარმომადგენლობას ან გაიარეთ ხელახალი რეგისტრაცია: https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry

საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა აუცილებელობას არ წარმოადგენს არჩევნებში ხმის მისაცემად. მათ რეგისტრაციის გავლა 7 ოქტომბრამდე საარჩევნო უბანზე შეუძლიათ, რომელიც არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი) იხსნება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები