ბაიდენი თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის დაპატიმრების შემთხვევაში, შეწყალებას გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, დაპატიმრების შემთხვევაში, თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალებას გამორიცხავს.

„ენბისი ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა ჰანტერ ბაიდენის შეწყალებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა „დიახ“. მან ასევე, „დიახ“ უპასუხა კითხვას – დაეთანხმა თუ არა სასამართლოს მიერ მისი შვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

ცნობისთვის, ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, იარაღის შეძენისას შესავსებად სავალდებულო ანკეტაში ცრუ ინფორმაცია დააფიქსირა და დაწერა, რომ წამალდამოკიდებული არ არის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰანთერ ბაიდენს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და იარაღის შეძენისას ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

მსგავსი თემები