ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზით სარგებლობა აკრძალული იყო”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

სასამართლომ უკანონოდ ცნო არქეოლოგ ლალი ახალაიას ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება და მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ავრცელებს. მათი ცნობით, ლალი ახალაიამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში 2022 წლის 14 დეკემბერს გაასაჩივრა, ამ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ 2024 წლის 10 ივნისს ბათილად ცნო. ,,თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ლალი ახალაიას სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. არქეოლოგი ლალი ახალაია კულტურის სამინისტროს…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის არც შეწყალებას და არც შეუწყალებლობას დღეს დიდი აზრი არ აქვს” – ირაკლი ქადაგიშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის არც შეწყალებას არ აქვს დღეს დიდი აზრი და არც შეუწყალებლობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ვერ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს იქიდან გამომდინარე, რომ მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც არსებობს, რომლებზეც განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი. „ამ ოპოზიციის აჯაფსანდალს თუ კიდევ ზემოდან ახლა ეს წიწაკა – მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სჭირდება, შეიწყალოს და ვნახოთ, მერე რა მოხდება მაგ ოპოზიციაში. არც შეწყალებას არ აქვს დღეს დიდი აზრი და არც შეუწყალებლობას, მაგრამ ვერ შეიწყალებს გამომდინარე იქიდან, რომ მასზე სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც არსებობს“, – განაცხადა…

მეტი...

,,ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში განვიხილავთ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე” – გრიგოლ ლილუაშვილი

,,ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შესახებ ინფორმაცია, ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა”, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმად, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა. ლილუაშვილმა, ისაუბრა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რომელიც მისი შეფასებით, რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით. „ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი…

მეტი...

თურქეთმა საქართველოს ნატოს სტანდარტების შესაბამისი ჯავშანმანქანები გადმოსცა

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ,,ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – აცხადებს თავდაცვა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და…

მეტი...

ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გაწერეს

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გამოწერეს. მას გუშინ, თავდასხმის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ბერძენიშვილს ყბა-სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული. ზუკა ბერძენიშვილს მოძალადეები გუშინ, 11 ივნისს, საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი აქტივისტის უფლებადამცველი გამოძიების მიმდინარეობისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და განმარტავს რომ საქმე არა ცემის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით უნდა წარიმართოს.

მეტი...

კობა კობალაძემ პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს უმასპინძლა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტუმარს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ოფიციალური ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული, მაღალი რანგის შეხვედრების შესახებ ესაუბრა; მან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC) ახორციელებს საქართველოს ვეტერანების მიმართ. კობა კობალაძე, ჯოზეფ ბილბოს ვრცლად ესაუბრა, ასევე,ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით განხორციელებულ პროექტებზე და განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გამოცდილებისა…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 164-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 164-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

მეტი...

აქცია სასამართლოსთან – პატიმრის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდას ნარკოტიკი ჩაუდეს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართეს. გოგოტიშვილი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და საპატიმროდან გამოუშვა, თუმცა სააპელაციომ ის გაამტყუნა და საპატიმრო სასჯელი შეუფარდა. ამ დროს ის უკვე ემიგრაციაში იმყოფებოდა, თუმცა სასამართლოს პოლიტიკური განაჩენის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. ამჟამად პატიმრობაში მყოფი გოგოტიშვილი უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ოჯახის წევრები ბოლო ინსტანციისგან ითხოვენ, რომ პროცესი დროულად ჩაინიშნოს. გოგოტიშვილის დაკავებას ოჯახი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. ოჯახის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცისგან ქართული ოცნების წევრებმა ხმების მოგროვება მოითხოვეს, უარის შემდეგ კი მის წინააღმდეგ რამდენიმე პროვოკაცია განხორციელდა სამართალდამცველების მხრიდან.

მეტი...

რა წარწერა დატოვეს ესპანეთის მეტროში ქართველი გოგოს მკვლელობის შემდეგ

ბარსელონაში, 32 წლის ქართველი გოგო, სავარაუდოდ, ფემიციდის შემთხვევას ემსხვერპლა. ესპანური მედიის წერს, რომ ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. გარდაცვალების საქმეზე მისი ქმარი, 32 წლის ასევე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. თავდაპირველად, გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა, ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, გამოძიება ამჟამად ფემიციდის შემთხვევას იძიებს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ქმარი მას ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად, აყენებდა შეურაცხყოფას, სამსახურში ხშირად შეუმჩნევიათ მის სხეულზე სხვადასხვა სახის სილურჯე და დაზიანება. ბარსელონის იმ რაიონში, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა, სახელმწიფო დაწესებულებებმა მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „ეს არ ყოფილა სუიციდი. ნასტია აქაა“,…

მეტი...

სავალდებულო სასკოლო განათლება 9-ის ნაცვლად, 10-წლიანი იქნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი მეორე მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, რომლის თანახმად, სკოლებში საბაზო საფეხური ერთი წლით გაიზრდება და გახდება ოთხწლიანი, ხოლო საშუალო განათლების საფეხური კი ნაცვლად არსებული 3 წლისა, 2 წლიანი იქნება. „მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 10 წელი ისწავლოს…

მეტი...

„სახელმწიფო არის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობა აბსოლუტურად გარანტირებული იყოს “ – თამარ გაბუნია

„სახელმწიფო არის იმ ინიციატივის მთავარი დამფინანსებელი და მამოძრავებელი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების კუთხით ხორციელდება. სწორედ, სამთავრობო ჩართულობის დონეზე მოხდა ამ პროგრამის დაგეგმვა და ეს ინიციატივა გრძელდება ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სახელმწიფო, პირველივე დღიდან იყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის დაწყების გარანტი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღესაც, სწორედ სახელმწიფოა მისი გაგრძელებისა და ბავშვებისათვის, უცხოეთში, საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის გარანტი. „გარდა ამისა, სრულად, სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება ტუბერკულოზისა და შიდსის მედიკამენტების შესყიდვა. დიდი ხნის წინ მოხდა ტრანსფორმაცია – ეს იყო…

მეტი...

აშშ უკრაინას კიდევ ერთ სისტემა ,,პატრიოტს” გადასცემს

აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინაში კიდევ ერთი “პატრიოტის” სისტემის გაგზავნას. New York Times- ს ოფიციალური წყაროები ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას, მაღალი დონის შეხვედრებისა და დებატების შემდეგ მიიღეს. საუბარი ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეიძლება დააკმაყოფილონ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას. მეორე სისტემა, როგორც NYT წერს, უკრაინას პოლონეთიდან მიეწოდება. ის შეიძლება განლაგდეს უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში, იმისდა მიხედვით, თუ რა მოვლას ან მოდიფიკაციას მოითხოვს, განაცხადეს ოფიციალური პირები. უკრაინის პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს ითხოვა დამატებითი ამერიკული წარმოების პატრიოტის სისტემები, რომელიც მისი…

მეტი...

ნათია გულბანის მკვლელობა ბარსელონაში – ქმრის მიერ ჩადენილი დანაშაულის ახალი დეტალები

ბარსელონა 32 წლის ნათია გულბანს გლოვობს. ნათია გულბანი მისმა მეუღლემ, ბექა იმერლიშვილმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მეოთხე სართულიდან გადმოაგდო. 32 წლის ნათია გულბანის სოლიდარობის აქციას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად პირადად ესწრებოდა ბარსელონას მერი. ახალგაზრდა ქართველი ქალის სასტიკი მკვლელობა დაგმეს ადგილობრივებმა და ქალთა უფლებადამცველებმაც. დანაშაულის ადგილზე მოქალაქეები ყვავილებთან ერთად ტოვებენ წარწერებს და მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მკვლელობის ადგილზე შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ ქმარი ნათია გულბანზე წარსულშიც ძალადობდა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა დამნაშავის დედაც, რომელიც მომხდარის თვითმკვლელობად წარმოჩენას ცდილობდა.

მეტი...

,,უნგრეთი დათანხმდა, ვეტო არ დაადოს უკრაინისთვის ალიანსის დახმარებას” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა არ დაბლოკოს ალიანსის სამხედრო დახმარება უკრაინაში, თუმცა თავად არ მიიღებს მასში მონაწილეობას. სტოლტენბერგი ბუდაპეშტში ნატოს სამიტის წინ ჩავიდა, სადაც განიხილება ბლოკის გადაწყვეტილება, უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას. ,,პრემიერმა ორბანმა ნათლად განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ამ ძალისხმევაში და მე ვეთანხმები ამ პოზიციას. პრემიერმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ დაუპირისპირდება ამ ძალისხმევას, რაც სხვა მოკავშირეებს საშუალებას მისცემს წინ წავიდნენ, და მან დაადასტურა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ნატოს ვალდებულებების სრულად შესრულებას”, – თქვა სტოლტენბერგმა. ორბანის თქმით, მიიღო გარანტია,…

მეტი...

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“ – თამარ გაბუნია

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“, – აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ. „აღნიშნული პროგრამით 90-მდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი დადასტურებული აქვთ. ბავშვის მდგომარეობის შესწავლა სპეციალური ექსპერტების საბჭოს მიერ ხდება. საბჭოში უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები არიან და ჩვენ, მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა. 4 კლინიკა…

მეტი...

პატრიარქი ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენისა და საქართველოში დაბრუნებისთვის მადლობას უხდის

პატრიარქი ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენისა და საქართველოში დაბრუნებისთვის მადლობას უხდის. „იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება. დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც,…

მეტი...

უკრაინაში მებრძოლ რუსუდან ივანეიშვილს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, ქართული ეროვნული ლეგიონის სამხედრო მოსამსახურე რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ქართველ მებრძოლს ,,ბრალი” ასევე დაუსწრებლად, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით წაუყენეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში, დაქირავებულის მონაწილეობას გულისხმობს. რუსუდან ივანეიშვილი 1995 წლის 25 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბა გელათში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა და სნაიპერული მომზადება გაიარა. ივანეიშვილი 2016 წელს ავღანეთში, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაშიც მონაწილეობდა, ხოლო 2022 წელს, შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს და უკრაინაში იბრძვის.

მეტი...

,,ჯერ ქალებს დაუმიზნა იარაღი, შეეცადა გამორთმევას და ორჯერ გაისროლეს, ინვესტორის მხრიდან არის მოტივირებული” – რა მოხდა ბალდაში

ბალდაში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ბალდის კანიონის გასხვისების მოწინააღმდეგეები დარწმუნებული არიან, რომ გასულ ღამეს მომხდარი თავდასხმის უკან ინვესტორი დგას. ერთ-ერთი პირი იხსენებს და ყვება დეტალებს, რომელიც ძმების ინდია და არჩილ ბჟალავას დაჭრას უძღოდა წინ. ,,ეს ბიჭები მოდიოდნენ კარავში. ჯერ თურმე ასულან მთაში იარაღის ჩამოსატანად და მერე კარვისკენ რომ მოდიოდნენ, გზად ქალბატონები და მოდიოდნენ, რა დროსაც, ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი ჩამოვიდა, ქალებს დაუმიზნა იარაღი და ამ დროს მინდო წავიდა, რომ ეს იარაღი როგორმე გამოერთმია, რა დროსაც ორჯერ გაისროლეს იმათმა. იარაღი წაართვა და ამ პროცესში დაჩეხეს რასაც ქვია, სასიკვდილოდ გაიმეტეს. ზუსტად ვიცით, რომ პროტესტს…

მეტი...

აქცია განათლების სამინისტროსთან – მშობლები 2 წელია 120-ე საჯარო სკოლის გარემონტებას ელოდებიან

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, 120-ე საჯარო სკოლის გარემონტებას უკვე თვეებია უშედეგოდ ითხოვენ. სკოლის რეაბილიტაცია განათლების სამინისტრომ 2 წლის წინ დაიწყო და მოსწავლეები დროებით სხვა სკოლაში გადაიყვანა, თუმცა მშობლების თქმით, 2 წლის თავზეც კი 120-ე სკოლის შენობაში არანაირი სამუშაოები დაწყებული არ არის და ბავშვებს ისევ სხვა სკოლაში უწევთ სიარული.

მეტი...

სტიქია ხარაგაულში – მდინარე უხადურა კალაპოტიდან გადმოვიდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე უხადურა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები და მოქალაქეთა კერძო საკუთრებები. დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი. სოფლამდე დაკავშირება საავტომობილო გზით, ამ დროისთვის, შეუძლებელია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

მეტი...

,,მთავარი ამოცანა ჯაშუშების დაკავება არაა” – სუს-ის უფროსის მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, რატომ არ აკავებენ რუსეთის ჯაშუშებს და საზოგადოებას ამ საკითხზე ინფორმაციას რატომ არ აწვდიან, ბატიაშვილი პასუხობს, რომ მთავარი არა დაკავება, არამედ ჯაშუშების გამოვლენაა, რასაც აკეთებენ. მას ჰკითხეს ამერიკის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეზეც, რაზეც თქვა, რომ მის საქმეზე ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არაა მოპოვებული. ,,გამოძიება მიმდინარეობს, თქვენთვის ცნობილია, რომ იყო ბატონი ფარცხალაძე გამოკითხვაზე. მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან კომენტარები. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების…

მეტი...

,,არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ” – ხატია დეკანოიძე

,,არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს. „ეს მისი გადასაწყვეტია. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ. განსაკუთრებით ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს. ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში ისეთი მართლმსაჯულება იყოს, რომლის მიმართ მოსახლეობის ნაწილს ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა.…

მეტი...

,,პოლონეთი მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყებას” – ანჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცედურა, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს. განცხადება ანჯეი დუდამ რიგაში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ალიანსში უკრაინის მიღების პროცესი შესაძლოა ომის დასრულებამდე გახანგრძლივდეს, თუმცა პროცესის დაწყება აუცილებელია, რაც რუსეთისთვის ძლიერი გზავნილი იქნება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, მაგრამ პოლონეთი ასევე მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყებას. ეს პროცესი უკრაინისთვის ოფიციალური მიწვევის გაგზავნით უნდა დაიწყოს, რაც რატიფიკაციის დაწყების შესაძლებლობას გააჩენს. ცხადია, ომის დასრულებამდე ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ მოხერხდება, მაგრამ პროცესი უნდა დაიწყოს. ეს იქნება რუსეთისთვის მკაფიო სიგნალი, რომ…

მეტი...

„ჩინური ენის ხიდი“ – ღონისძიება კონფუცის ინსტიტუტში

თავისუფალი უნივერსიტეტის კანფუცის ინსტიტუტში “ჩინური ენის ხიდის” 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნამდე კი სცენური სანახაობა გაიმართა.  წარმოდგენილი იყო  ჩინური საბრძოლო ხელოვნება, სცენაზე გაცოცხლდა  ჩინურ კულტურა და ტრადიციები და რა თქმა უნდა,  შესრულდა ცეკვა ქართული. ღონისძიებაში მონაწილეობა ჩინეთის ელჩმა საქართველოში  ჭოუ ციენმა და საელჩოს წარმომადგენლება მიიღეს. როგორც ელჩმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი და საქართველო ტრადიციული მეგობრობის მქონე ქვეყნები არიან, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აბრეშუმის გზამ დაუკავშირა ერთმანეთს. „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა და კავშირები მუდმივად ვითარდება. ენა…

მეტი...

ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო დამთვალიერებლების ევაკუაცია გახდა საჭირო

ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო დამთვალიერებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავზე გაჩნდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტის შედეგად ექსპონატები არ დაზიანებულა. ვერსალის სასახლე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ყოველწლიურად მას 7 მილიონზე მეტი ადამიანი ათვალიერებს.

მეტი...

,,გრიგოლ ლილუაშვილი არ იქნება დასანქცირებული, არ უნდა იყოს და იმიტომ” – პირველი მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ მის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აშშ არ დაასანქცირებს. კითხვაზე, რატომ ფიქრობს ასე, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ”. „მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი, რომ არ იქნება დასანქცირებული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ,” – ამბობს ბატიაშვილი.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 13-15 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. დედაქალაქში – თბილისში 13 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო 15 ივნისს დღის ბოლოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 ივნისს…

მეტი...

კლინიკაში რჩება გუშინ ბალდაში დაჭრილი მინდია ბჟალავა

პოლიციამ დააკავა ორი თავდამსხმელი, ძმები ხურცილავები, რომლებიც გუშინ ღამით, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. იმ დროს, როცა ადგილობრივები საპროტესტო კარვის მიმართულებით მიდიოდნენ, ხურცილავებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს, ცივი იარაღითა და სანადირო თოფით შეიარაღებულები გზაზე გადაუდგნენ და მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ. მინდია ბჟალავამ სცადა მათთვის სანადირო თოფის წართმევა, რა დროსაც რამდენჯერმე დაჭრეს. 33 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებლი ინფორმაციით, ძმები ხურცილავები ინვესტორი კომპანია “კანიონ- 350-ის” მფლობელ, მამუკა მერკვილაძესთან დაახლოებული პირები არიან. ,,ვიყავით დაახლოებით 20-25 ადამიანი, გუშინდელ მორიგეობაზე, ჩვენ პირდაპირ წამოვიდა ორი ადამიანი გინებით, ყველას აგინებდა, დანებს გვიქნევდა.…

მეტი...

რა ხდება რიკოთზე და გაიხსნა თუ არა მოძრაობა – ახალი ინფორმაცია

ამ დროისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვიან ღამით აღდგა. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში.  

მეტი...

პოლიციამ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდამსხმელები, ძმები ხურცილავები დააკავა

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე…

მეტი...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი დამნაშავედ ცნო

აშშ-ის დელავერის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იარაღის ყიდვისა და ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე დამნაშავედ ცნო. BBC-ის ცნობით, სხდომა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ. სხდომას ჰანტერ ბაიდენის მეუღლე მელისა კოენ ბაიდენი, ბიძა ჯეიმს ბაიდენი და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მის შვილს არ შეიწყალებდა.

მეტი...

ხუანგკუოშუს ჩანჩქერი – მსოფლიოში მესამე, ყველაზე დიდი ჩანჩქერი (video)

ულამაზესი ჩანჩქერი ხუანგკუოშუ კუეიჭოუს პროვინციაში მდებარეობს. ჩანჩქერის სიმაღლე 77 მეტრზე მეტია, სიგანე კი დაახლოებით 101 მეტრი. ყველაზე დიდია ჩანჩქერის მთავარი კასკადი, მისი სიმაღლე, 67 მეტრია, სიგანე კი 83 მეტრი. ჩანჩქერი მდებარეობს უნიკალურ ბუნებრივ ზონაში, რომელსაც ხშირად „აღმოსავლეთ შვეიცარიას“ უწოდებენ. მთლიანობაში, ამ ბუნებრივ ზონაში 18 ჩანჩქერია, ისინი გარშემორტყმულია ზღაპრული ლამაზი ტყეებით. მეცნიერები თვლიან, რომ ხუანგკუოშუს ჩანჩქერი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერია. ხუანგკუოშუს ჩანჩქერი სიდიდით მესამე ჩანჩქერია მსოფლიოში, ნიაგარასა და ვიქტორიას ჩანჩქერის შემდეგ.

მეტი...

,,13 წლის გოგო აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო” – დაკავებულია 19 წლის ბიჭი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა. 2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და ,,მეთადონი”, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით…

მეტი...

,,მდინარე ტანა ადიდდა, ბობნევს გამოსცდა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები” – მერის წარმომადგენელი

,,მდინარე ტანა ადიდდა, ბობნევს გამოსცდა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები”, – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში ატენის თემში მერის წარმომადგენელი, შოთა ვანიშვილი ავრცელებს. ,,ყურადღება. მდინარე ტანა ადიდდა ბობნევს გამოსცდა მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები თუ ვინმეს რამე უდგას კალაპოტთან ახლოს ყურადღებით იყავით გთხოვთ გააფრთხილოთ მეზობლები”, – წერს შოთა ვანიშვილი.

მეტი...