ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გაწერეს

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გამოწერეს. მას გუშინ, თავდასხმის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ბერძენიშვილს ყბა-სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.

ზუკა ბერძენიშვილს მოძალადეები გუშინ, 11 ივნისს, საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნაცემი აქტივისტის უფლებადამცველი გამოძიების მიმდინარეობისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და განმარტავს რომ საქმე არა ცემის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით უნდა წარიმართოს.

მსგავსი თემები