სტიქია ხარაგაულში – მდინარე უხადურა კალაპოტიდან გადმოვიდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე უხადურა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები და მოქალაქეთა კერძო საკუთრებები. დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი.

სოფლამდე დაკავშირება საავტომობილო გზით, ამ დროისთვის, შეუძლებელია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

მსგავსი თემები