ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი დამნაშავედ ცნო

აშშ-ის დელავერის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იარაღის ყიდვისა და ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე დამნაშავედ ცნო.

BBC-ის ცნობით, სხდომა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ. სხდომას ჰანტერ ბაიდენის მეუღლე მელისა კოენ ბაიდენი, ბიძა ჯეიმს ბაიდენი და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მის შვილს არ შეიწყალებდა.

მსგავსი თემები