საპროტესტო აქცია მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, 120-ე საჯარო სკოლის გარემონტებას უკვე თვეებია უშედეგოდ ითხოვენ.
სკოლის რეაბილიტაცია განათლების სამინისტრომ 2 წლის წინ დაიწყო და მოსწავლეები დროებით სხვა სკოლაში გადაიყვანა, თუმცა მშობლების თქმით, 2 წლის თავზეც კი 120-ე სკოლის შენობაში არანაირი სამუშაოები დაწყებული არ არის და ბავშვებს ისევ სხვა სკოლაში უწევთ სიარული.