„ჩინური ენის ხიდი“ – ღონისძიება კონფუცის ინსტიტუტში

თავისუფალი უნივერსიტეტის კანფუცის ინსტიტუტში “ჩინური ენის ხიდის” 23-ე საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნამდე კი სცენური სანახაობა გაიმართა.  წარმოდგენილი იყო  ჩინური საბრძოლო ხელოვნება, სცენაზე გაცოცხლდა  ჩინურ კულტურა და ტრადიციები და რა თქმა უნდა,  შესრულდა ცეკვა ქართული.

ღონისძიებაში მონაწილეობა ჩინეთის ელჩმა საქართველოში  ჭოუ ციენმა და საელჩოს წარმომადგენლება მიიღეს.

როგორც ელჩმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩინეთი და საქართველო ტრადიციული მეგობრობის მქონე ქვეყნები არიან, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აბრეშუმის გზამ დაუკავშირა ერთმანეთს.

„ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა და კავშირები მუდმივად ვითარდება. ენა ქვეყნებისა და ხალხის საკომუნიკაციო ხიდია, ჩინურ ენას კი მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იყენებს. ჩინეთი ასევე არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა. ამიტომ ჩინური ენის სწავლა დიდი კარია უფრო მეტი შესაძლებლობისა და დიდი ისტორიის მქონე უძველესი ქვეყნის აღმოსაჩენად“ – აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება თავად კონკურსს, მასში მონაწილეობა მიიღეს იმ სტუდენტებმა,  რომლებიც სწავლობენ ჩინურ ენას და დაინტერესებული არიან ჩინური კულტურით. “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომლის ფინალური ნაწილი ტარდება ჩინეთში. კონკურსის გამარჯვებული სტუდენტი ზაფხულში გაემგზავრება ჩინეთში და საქართველოს სახელით 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ჩაერთვება კონკურსში. ასევე ის შეძლებს ჩინეთის სასურველ უნივერსიტეტში სტაჟირების გავლას.

რაც შეეხება კონკურსის შედეგებს, პირველი ადგილის მფლობელი გახდა  თაკო მახარაძე. მეორე ადგილზე კი ლუკა ყურუა გავიდა. ორივე მათგანი გაემგზავრება ჩინეთში,  ჩინური ენის ხიდის კონკურსის საზაფხულო ბანაკში –  პირველ ადგილზე გასული, როგორც ბანაკის წევრი, ლუკა ყურუა კი დაესწრება ფინალურ ტურს.

 

მსგავსი თემები