ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო დამთვალიერებლების ევაკუაცია გახდა საჭირო

ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო დამთვალიერებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავზე გაჩნდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტის შედეგად ექსპონატები არ დაზიანებულა.

ვერსალის სასახლე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ყოველწლიურად მას 7 მილიონზე მეტი ადამიანი ათვალიერებს.

მსგავსი თემები