ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზით სარგებლობა აკრძალული იყო”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები