ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა, გუშინ 9 სექტემბერს მოხდა.
მათვე ცნობით, პაციენტს კოვიდ სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.