სენაკის რაიონული სასამართლოში 8 და 9 წლის დების გაუპატიურების ფაქტზე მამა-შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას განიხილავენ. რადგანაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მოსამართლემ სხდომა დახურა.
პროკურატურამ ბრალდებული მამა-შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბრალდებულებს სკოლის მოსახლეობამ სახლი გადაუწვა.