ნინოწმინდის პანსიონი დღეს დილით კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა – დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარები დღეს სკოლაშიც წავიდნენ და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდნენ.
ბოლო მონაცემებით, 31-მდე აღსაზრდელი რჩება ამ წუთებში პანსიონატში, 22-მა მათგანმა კი შენობა უკვე დატოვა.