ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში, კოვიდინფიცირებულებისთვის კლინიკებში ადგილები არ არის. როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, ამ ეტაპისთვის, ქვეყანაშ მობილიზებულია 6 000-მდე ადგილი.
„ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებით მოახდინა საწოლების მობილიზება. ამ დროისთვის, 6 000-მდე საწოლია მობილიზებული. ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ არსებობს“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა გააკეთა განცხადება, რომ მის კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.