ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი თბილისშია და ოფიციალური შეხვედრა უკვე დაიწყო. მედიატორი ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფება და ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება.
რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტებთან შეხვედრას, გეგმის მიხედვით, მედიატორის მონაწილეობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან დიალოგი, ოფიციალურად, ხვალ განახლდება.
ამჯერად, კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში 3 დღე დარჩება.