ფოთში, მალთაყვის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. “მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილი დახვდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს ,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.