ვითარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კიდევ უფრო იძაბება, გაშვებულია მხუთავი აირი, რაც გადაადგილებაშიც უშლით ხელს.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც:
„რამდენიმე ადამიანი იდგა და მათ წინააღმდეგ დაიწყეს წყლის ჭავლის გაშვება, ვიდრე თამარ ჟვანია არ გადადგება არავინ ფეხს არ მოიცვლის, თუ დღეს არ ვიბრძოლეთ გადაგვივლიან ბოლომდე,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცესკოს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ჩაკეტილი აქვს სპეცრაზმის წარმომადგენლებს.