კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევების გამო, ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდვები სასწავლო დაწესებულებებშიც წესდება. ფოთში დაიხურა მესამე საჯარო სკოლა. აქ ინფიცირებულია სკოლის ექიმი.
სასწავლო პროცესი შეწყდა კახეთის სოფელ ველისციხეშიც, სადაც COVID-19 სამ მოსწავლეს დაუდასტურდა.
COVID-19 რისკების მატების გამო თვითიზოლაციაშია გორის მესამე საჯარო სკოლის 1259 მოსწავლე და 77 მასწავლებელი.