„ანა დოლიძის მხრიდან ბრალდებებზე შემიძლია ვთქვა რომ ყოველდღიურად ავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში, ის მაკავშირებს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც არასოდეს არ შევხვედრივარ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
ჯანეზაშვილი საბჭოდან დოლიძის წასვლას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს:
„ისეთი შეფასებები აქვს ანა დოლიძეს, რომ არგუმენტი რა უნდა ვუპასუხო არც კი ვიცი, იმდენად აბსურდულია მისი ბრალდებები. მან საბჭო დატოვა იმიტომ, რომ ის “ხორციელდებდა პოლიტიკურ საქმიანობას, ეს რომ ასე არ ყოფილიყო არ წავიდოდა, ის ჩემზე ტალახის სროლით ცდილობს პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს. მისი საქმეა როგორ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ჩემზე ტალახის სროლით ეს არ გამოდგება. მისი თანამდებობიდან წასვლა ცხადყოფს იმას, რომ მე ვიყავი მართალი,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“
“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება