პანდემიის გამო, რამდენიმე თვით განმავლობაში მაღაზიების და კეტვის შედეგად ტყავის სამოსი, ფეხსაცმელები და ჩანთები დაზიანდა და ობი მოედო.
ასე მოხდა მალაიზიაში, სადაც ორთვიანი კარანტინის შემდეგ, ტყავის საქონელი ერთ-ერთ მაღაზიაში პრაქტიკულად სრულიად განადგურდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქში ადგილობრივი ავრცელებს.
პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავნო კორონავირუსმა და ვირუსის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა ბიზნეს-სექტორს.