შიდა ქართლში, გორის მუნციპალიტეტის სოფელ ფლავში „კოვიდ19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ის გორის ჰოსპიტალში ინფიცირებული უმცროსი მედდის პირდაპირი კონტაქტია.
გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 17 სინჯი იყო გაგზავნილი.
კორონავირუსის ახლად გამოვლენილი ფაქტი შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის მერვე შემთხვევაა.