შიდა ქართლში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

შიდა ქართლში, გორის მუნციპალიტეტის სოფელ ფლავში „კოვიდ19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ის გორის ჰოსპიტალში ინფიცირებული უმცროსი მედდის პირდაპირი კონტაქტია.

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 17 სინჯი იყო გაგზავნილი.

კორონავირუსის ახლად გამოვლენილი ფაქტი შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის მერვე შემთხვევაა.

მსგავსი თემები