“ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი, როდესაც 30-30 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში უკვე სერიოზულად იკიდებს ფეხს.
„სიკვდილიანობის პროცენტი ჩვენთან ჯერ დაბალია, 0.9%. ძალიან გვინდა, რომ ეს ე.წ. ტენდენცია ზრდისა ახალი შემთხვევების შევინარჩუნოთ და არ გვქონდეს ნახტომები, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ უკვე ორჯერ გვქონდა ე.წ ნახტომი, როდესაც 30-30 შემთხვევა გვქონდა. ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო, რაც მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში უკვე სერიოზულად იკიდებს ფეხს. ეს არის სწორედ განგაშის საფუძველი ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლის“,- განაცხადა გამყრელიძემ.