„სასიამოვნოა ის, რომ დღევანდელი პაციენტები არ იმყოფებოდნენ კონტაქტში სხვა ადამიანებთან“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით ახალი დაინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.
„არის შემთხვევები, როდესაც 7 – 8 დღეში ხდება ვირუსის დადგენა, ახალი პაციენტების შემთხვევაში 10 დღის შემდეგ იყო გამოვლენა. აქ სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მათ ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ სხვებთან. დგინდება ის ჯგუფი ვინც მათთან ერთად მგზავრობდა.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ინფიცირებულების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და ამერიკაში იმოგზაურეს. ამჟამად ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებიან, სპეციალისტები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.