“ბიბისის” ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს ასობით ადამიანს, რომელიც გასულ კვირას თელ-ავივში, ფეხბურთის მატჩს ესწრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „მაკაბი თელ-ავივისა“ და „ჰაპოელ ტელ-ავივის“ თამაშზე ერთ-ერთი მაყურებელი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი მოედანზე მერვე შესასვლელით შევიდა. ჯანდაცვის სამინისტრო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ამავე შესასვლელით ისარგებლეს, მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებასთან კონტაქტისგან.