„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მაღალი საფრთხის გამო, ირანთან საზღვარი თურქეთმაც ჩაკეტა.
„რისკი მაღალია, თურქეთ-ირანის საზღვარი დაიკეტა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად“, – ვკითხულობთ ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანში „ახალი კორონავირუსის“ გავრცელება მატულობს, დაავადებულთა ოდენობა 50 ადამიანს აღწევს. გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი.