გურიაში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათისა და აცანის საზღვარზე, ხანზარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერები მეტისმეტად მიუდგომელ ადგილზეა და მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ამ წუთებში მიმდინარეობს გზების ძიება, თუ საიდან იქნება შესაძლებელი ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობა.

ადგილზე მობილიზებულია სატყეო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის კერები დასახლებული პუნქტისგან შორსაა.

ცეცხლი გვიან ღამით, ბალახის საფარს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია და  სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები