ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთი, პეტრე ყუფარაძე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია. ამის შესახებ ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებიდან 3 პირი სარფის საზღვართან დააკავეს. მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული და კიდევ ერთი პირი მიჰყავდა საზღვრისკენ.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.