აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გალის რაიონის ადმინისტრაციის დე-ფაქტო ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია, დე-ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამ პოსტზე ნადარაიას ომარ ბგანბა შეცვლის, რომელიც ამ დრომდე გულრიფშის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
ნადარაიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი უცნობია.