გიორგი რურუას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა.
“მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა.
გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.