ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.