უაზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძისთვის, რომელიც მოქმედი გენერალური პროკურორია, პარლამენტში კითხვების დასმა, კომედიის ჟანრში მიმდინარეობს. კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმოადგენლები მოსამართლეობის კანდიდატს „ვეფხისტყაოსანსა“ და მითოლოგიაზე კითხავენ.
რომან გოცირიძე: სამართლიანობის ქალღმერთი ვინ არის?
შალვა თადუმაძე: ვიკიპედია არ მაქვს, ეგ თქვენ მოიძიეთ.
რომან გოცირიძე: რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?
შალვა თადუმაძე: არ ვიცი, ალბათ იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ.
რომან გოცირიძე: ვის, ძველ ბერძნებს?
შალვა თადუმაძე: დიახ.
რომან გოცირიძე: რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს?
შალვა თადუმაძე: მითოლოგიაში არ ვარ კარგი.
რომან გოცირიძე: რას ნიშნავს პლუტოკრატია (მდიდრების მმართველობა)?
შალვა თადუმაძე: იმას არ ნიშნავს, რასაც თქვენ გულისხმობთ.
რომან გოცირიძე: „დიდოსტატის მარჯვენა“ ვინ დაწერა?
შალვა თადუმაძე: ჩემგან გინდათ პასუხები რომლის პასუხებიც თქვენ არ იცით?
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება.