ზუგდიდში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა-დაშავებულის მდგომარეობა მძიემა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი მძიმედ დაშავდა. მათივე თქმით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიციის ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება, დროებით, შეზღუდული იყო.

მსგავსი თემები