“პუტინის მთავარი მიზანი ჩავარდა, უკრაინა ისევ თავისუფალი”- ბაიდენი

“პუტინის მთავარი მიზანი ჩავარდა, უკრაინა ისევ თავისუფალი და ნატო უფრო დიდი და ძლიერია”– ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ უსაფრთხოების, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრა.

„კარგი ამბავი არის ის, რომ ჩავარდა პუტინის ომი, ისევე როგორც მისი მთავარი მიზანი. ის გეგმავდა უკრაინის განადგურებას, თუმცა უკრაინა ისევ თავისუფალია. ის გეგმავდა ნატო-ს შესუსტებას, თუმცა ნატო არის უფრო დიდი, უფრო ძლიერი და უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე, ორი ახალი წევრით – ფინეთითა და შვედეთით. ჩვენ ვერ დავიხევთ უკან. მსოფლიოს ახლა გასაკეთებელი აქვს სხვა არჩევანი – შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს ამ ომში და შეინარჩუნოს თავისი თავისუფლება, თუ თვალს დავხუჭავთ აგრესიაზე და ერი განადგურდება? მე ვიცი ჩემი პასუხი, ჩვენ ვერ დავიღლებით, ჩვენ ვერ შევაქცევთ ზურგს და ვერ შევასუსტებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს და არ მიაღწევს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“ – განაცხადა ბაიდენმა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ეს ჯო ბაიდენის ბოლო გამოსვლა იყო.

“უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ”-ჯო ბაიდენი

მსგავსი თემები