რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი წერს ტელეგრამ-არხში, დარტყმები ქალაქის ოთხ ადმინისტრაციულ რაიონზე განხორციელდა.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე მართვადი საავიაციო ბომბებით განახორციელეს.