სენეგალის სანაპიროსთან სულ მცირე 30 გახრწნილი ცხედარი იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალებს აცნობეს ნავის შესახებ, რომელიც დედაქალაქ დაკარიდან დაახლოებით 70 კილომეტრში ცურავდა.
,,ცხედრების იდენტიფიცირება დელიკატურად მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გამო”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათი ვარაუდით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გახრწნილია გვამები, გარდაცვლილები ატლანტის ოკეანეში საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდნენ. ისინი მეთევზეებმა იპოვეს.
BBC-ი წერს, რომ ბოლო დროს, გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც სენეგალიდან კანარის კუნძულებზე ატლანტის ოკეანით იპარებიან.